დაღუპულია 4 ფეხბურთელი და გუნდის პრეზიდენტი - პალმასმა ავიაკატასტროფა განიცადა
Aa
Aa

დაღუპულია 4 ფეხბურთელი და გუნდის პრეზიდენტი - პალმასმა ავიაკატასტროფა განიცადა

საფეხბურთ კლუბი "პალმასი" ბრაზილიის სერია D-ში ასპარეზობს. სპორტულმა გამოცემა EUROSPORT-მა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.

"პალმასის" თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. დაღუპულია 4 ფეხბურთელი და კლუბის პრეზიდენტი. თვითმფრინავი ტოკანტინენსეს პატარა აეროდრომიდან აფრინდა, რომელიც ქალაქ პალმასთან ახლოს მდებარეობს. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი ჩამოვარდა.

კლუბი გოანისკენ მიფრინავდა, სადაც ისინი კოპა ვერდეს ეგიდით "ვილა ნოვას" უნდა დაპირისპირებოდნენ. ცნობილი ხდება, რომ დაღუპული ადამიანები მცირე ზომის თვითმფრინავში ისხდნენ და ბორტზე გუნდის სხვა წევრები არ იმყოფებოდნენ.


კლუბმა თავის ოფიციალურ განცხადებაში არ ისურვა იმის გამხელა, თუ რა ტიპის თვითმფრინავით მგზავრობდნენ გარდაცვლილები. ჯერჯერობით არც კატასტროფის მიზეზებია ცნობილი.

ლუკას პრაქსედესი, გილერმე ნოე, მარკუს მოლინარი და რანულე - ესენი არიან გარდაცვლილი ფეხბურთელები, ხოლო პრეზიდენტს ლუკას მეირა ერქვა.

ცნობისთვის, მიდმინარე სეზონში "პალმასი" საკუთარ ჩემპიონატში ვერ ბრწყინავს. მეტიც, საშინელი შედეგები აქვთ. ბრაზილიურმა კლუბმა სერია D-ში 14 მატჩი ჩაატარა და უკლებლივ ყველა წააგო. 4:39-ზე, ასეთია ბურთების შეფარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები