75 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა
Aa
Aa

75 წლის ასაკში ლეგენდარული მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

დღეს, 24 ნოემბერს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ლეგენდარული მწვრთნელი ნუგზარ სხირელი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნუგზარი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა და სწორედ ამ მიზეზით ვერ გაჰყვა გენო პეტრიაშვილს ნიცაში.

სხირელი თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელი იყო. ასევე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1992, 1994-იდან) და საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელიც იყო. (1983-იდან).

მისი აღზრდილები არიან: დავით პოღოსიანი, ვლადიმერ მოდოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი და ბესარიონ გოჩაშვილი. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი. ნუგზარმა ასევე გორში დაარსა თავისუფალი ჭიდაობის სკოლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები