Aa Aa
24 იანვარი 2021  |  17:17

შესაძლოა ლამპარდი დაითხოვონ - ჩელსი ბრენდან როჯერსს უმიზნებს

ბრიტანული Mirror-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ფრენკ ლამპარდი შესაძლოა მალე პოსტიდან დაითხოვონ. „ჩელსის“ ჩაბარების ნომერ პირველ კანდიდატად კი „ლესტერის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ბრენდან როჯერსი სახელდება.

ლამპარდის გუნდმა პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 5 მარცხი იწვნია. „არისტოკრატები“ მეოთხეადგილოსან „ლივერპულს“ 5 ქულით ჩამორჩებიან.

წყაროს ცნობით, რომან აბრამოვიჩს ლამპარდთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და მას ჯერჯერობით ნდობას უცხადებს, თუმცა თუ ვითარება არ გამოსწორდა, ფრენკის დაითხოვენ.

დღეს „ჩელსის“ ქომაგებმა „სტემფორდ ბრიჯზე“ ბანერი გამოფინეს, რომლითაც კლუბის ლეგენდას ნდობა გამოუცხადეს.

რაც შეეხება ბრენდან როჯერსს, ის და მისი „ლესტერი“ ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ამას ხმამაღლა „მელიებიდან“ არავინ ამბობს, თუმცა მათი თამაში და შედეგები ცალსახად შთამბეჭდავია.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურში „მელიებმა“ სწორედ „ჩელსი“ დამაარცხსეს (2:0), თანაც ისე, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დაუტოვებიათ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში