ზივზივაძის ბრწყინვალე თამაში: გოლი და ლამაზი საგოლე პასები
Aa
Aa

ზივზივაძის ბრწყინვალე თამაში: გოლი და ლამაზი საგოლე პასები

უნგრეთის ჩემპიონატის სეზონის მეორე ნახევარი განახლდა, მე-17 ტურში გიორგი ბერიძის ''უიპეშტი'' საკუთარ კედლებში ''მოლ ფეჰერვართან'' 0:5 განადგურდა.

სტუმართა შორის ბუდუ ზივზივაძე საუკეთესო იყო. წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში 26 წლის თავდამსხმელმა 2 საგოლე პასი შეასრულა და 1 გოლი შეაგდო, თუმცა Transfermarket-მა ზივზივაძეს 3 საგოლე პასი ჩაუწერა, რადგან მეორე გოლი ქართველის აქტიურობას მოჰყვა.

განსაკუთრებით ლამაზი მომენტი მეოთხე გოლის შეტევისას იყო, როცა ზივზივაძემ გრძელი გადაცემით მასპინძელთა დაცვის ხაზი ''მოჭრა'' და უკრაინელმა პეტრიაკმა შანსი გამოიყენა.

გთავაზობთ მატჩის საუკეთესო მომენტებს, სადაც მეტწილად ქართველის გვარი ფიგურირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზივზივაძე საკმაოდ პროდუქტიული იყო, პირველ ტაიმში გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, მეტოქის მცველებს აჯობა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.

მიმდინარე სეზონში თბილისის ''დინამოს'' ექს-თავდამსხმელმა უნგრეთის ჩემპიონატის 15 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჩემპიონატის ლიდერმა ''ფერენცვაროშმა'' წლის პირველ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, სტუმრად ''პუშკაშ აკადემიასთან'' ფრედ 1:1 ითამაშა. რებროვის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა.

16-ტურის შემდეგ ''ფერენცვაროში'' 39 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ''მოლ ფეჰერვარს'' 7 ქულით უსწრებს.

ვიდეო/ფოტო: m4sport.hu, molfehervarfc.hu

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები