კორონას ყოფილი სერბი ფეხბურთელი დინამოში ითამაშებს!
Aa
Aa

კორონას ყოფილი სერბი ფეხბურთელი დინამოში ითამაშებს!

29 წლის სერბი ნახევარმცველი მილან რადინი თბილისის "დინამოში" ითამაშებს. ინფორმაცია თბილისური გუნდის ოფიციალური "ფეისბუკის" გვერდმა გაავრცელა.

???????????? ჩვენს გუნდში სერბი ნახევარმცველი მილან რადინი ითამაშებს ???? 29 წლის ნახევარმცველსა და დინამოს შორის ერთწლიანი...

Posted by FC Dinamo Tbilisi on შაბათი, 23 იანვარი, 2021

"ჩვენს გუნდში სერბი ნახევარმცველი მილან რადინი ითამაშებს 29 წლის ნახევარმცველსა და დინამოს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ფეხბურთელი კი დედაქალაქელებს თებერვლის დასაწყისში შეუერთდება. ამჟამად რადინი სერბეული სუპერლიგის გუნდების ნაკრებთან ერთად აშშ- ში შეკრებაზე იმყოფება

მილან რადინი სხვადასხვა დროს ნოვი სადის, მლადოსტის, პარტიზანის, აქტობეს და კორონას რიგებში გამოდიოდა. ბოლოს კი სერბული სუპერლიგის ინჯიაში ასპარეზობდა"

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" წინასასეზონო მომზადება თურქეთში დაიწყო და პირველი შეხვედრა სერბულ რადნიკთან 0:1 წააგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები