სპალეტი:
Aa
Aa

სპალეტი: "მილანი" ტიტულისთვის იბრძოლებს!

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, "მილანთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა. 

"ძალიან რთული თამაში იყო, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმი, რომელშიც ბევრი რამ ფიზიკურმა მომზადებამ გადაწყვიტა".

"ვინჩენცო მონტელას შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ჩემი აზრით, ცხრილში მისი პოზიცია სრულიად ლოგიკურია. ის კი არა, ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, "როსონერი" ჩემპიონობისათვისაც იბრძოლებს". 

"პენალტის შემდეგ თავს კარგად ვიცავდით და საერთო ჯამში ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ავიღეთ". - განაცხადა სპალეტიმ.

გუშინდელი მატჩი ბედი რაჯა ნაინგოლანის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 

შედეგად, "ჯალოროსიმ", რომელსაც ტურის წინ "მილანთან" თანაბარი ქულები ჰქონდა, "იუვენტუსთან" 4 ქულიანი სხვაობა შეინარჩუნა, ხოლო თავად "როსონერი" 32 ქულით მე-3 პოზიციაზე დარჩა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები