ოფიციალურად - ტომორი სეზონის ბოლომდე მილანში ითამაშებს
Aa
Aa

ოფიციალურად - ტომორი სეზონის ბოლომდე მილანში ითამაშებს

„ჩელსიმ“ და „მილანმა“ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ფიკაიო ტომორი მიმდინარე სეზონის ბოლომდე სერია A-ს ლიდერის რიგებში იასპარეზებს. „როსონერიმ“ ინგლისელი ფეხბურთელი „არისტოკრატებისგან“ ინათხოვრა და მისი გამოსყიდვა 25 მილიონ ევროდ შეეძლება.

„მილანი სიხარულით გაცნობებთ, რომ კლუბმა ჩელსისგან ფიკაიო ტომორი ინათხოვრა, რომელიც გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება. მცველმა კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, მაგრამ მილანს მისი ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლება ექნება“, - წერია „შავ-წითლების“ განცხადებაში.

„ფიკაიო ტომორი მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს სერია A-ს ლიდერი გუნდის, მილანის რიგებში გაატარებს“, - განაცხადა „ჩელსიმ“.

შეგახსენებთ, რომ ტომორი „ჩელსის“ აღზრდილია და „არისტოკრატების“ ძირითად გუნდში 2016 წლიდან ასპარეზობს. 23 წლის უკანახაზელმა „ლურჯებში“ თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და ლონდონელებმა იგი „ბრაიტონში“, „ჰალსა“ და „დერბიში“ გაანათხოვრეს, ახლა კი „მილანში“ გაუშვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები