მბაპეს სამომავლო გეგმები - რეალი პსჟ თუ ლივერპული
Aa
Aa

მბაპეს სამომავლო გეგმები - რეალი პსჟ თუ ლივერპული

ESPN „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს შესახებ სტატიას აქვეყნებს და მის გეგმებზე საუბრობს. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ფრანგი თავის მომავალზე აქტიურად ფიქრობს და განსაკუთრებით პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივება, არგახანგრძლივების საკითხს განიხილავს.

კილიანის ოცნება „რეალის“ რიგებში თამაშია, მაგრამ ხვდება, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო კლუბები სერიოზულად დაზარალდნენ და დიდი შანსია, მისნაირი ძვირადღირებული ფეხბურთელის შეძენისთვის საჭირო ფინანსები არავის აღმოაჩნდეს. „სამეფო კლუბის“ გარდა, მბაპე „ლივერპულზე“ ფიქრობს, მაგრამ პანდემიის გამო „წითლები“ „ბლანკოსზე“ უარეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

ESPN-ის მიხედვით, მბაპე თვლის, რომ ამ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება საუკეთესო ვარიანტია. ფრანგი ფორვარდი პარიზელთა ახალ თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს შეხვდა და მისგან სასურველი ფრაზები მოისმინა, თანაც მბაპე არგენტინელი სპეციალისტის ვარჯიშებითაც კმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ კილიანს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. უცხოურ პრესაში მის სამომავლო გეგმებზე აქტიურად წერენ და იუწყებიან, რომ „რეალი“ მის გადასაბირებლად უკან არაფერზე დაიხევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები