მოსალოდნელი ტრანსფერი: ერგემლიძე ამბიციურ თურქულ კლუბში
Aa
Aa

მოსალოდნელი ტრანსფერი: ერგემლიძე ამბიციურ თურქულ კლუბში

თბილისის ''დინამოს'' ექს-ფეხბურთელი მიხეილ ერგემლიძე კარიერას თურქეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ ''ადანა დემირსფორში'' გააგრძელებს. CrystalSport-ის ცნობით სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და უდიდესი ალბათობით 21 წლის შემტევს საკმაოდ ამბიციურ კლუბში ვიხილავთ, რომელიც ელიტაში აღზევებისთვის იბრძვის. მოთამაშე ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

თურქეთის რანგით მეორე ლიგაში 18 ტურის შემდეგ ''ადანა დემირსფორი'' 31 ქულით მე-5 ადგილზეა, თუმცა ლიდერს მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩება. ასე რომ უმაღლეს ლიგაში გადასვლის რეალური შანსი აქვს.

''ადანა დემირსფორში'' რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი ასპარეზობს. მათ შორისაა 36 წლის გიოჰკან ინლერი, რომელსაც იტალიის სერია ა-ში ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს. ასევე, ინგლისურ ''ლესტერში'' თამაშობდა. ფოტოზე ერგემლიძესთან ერთად ვეტერანი ფეხბურთელია.

რაც შეეხება მიხეილ ერგემლიძეს, 2017-18 წლებში თბილისის ''დინამოს'' რიგებში საქართველოს ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა. 2019 წელს საჩხერის ''ჩიხურაში'' იასპარეზა, ხოლო გასულ წელს ''გაგრასთან'' ერთად საქართველოს თასი მოიგო, თუმცა გუნდი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ვერ აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები