ოქრიაშვილი მზადაა: პირველი ვარჯიში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ
Aa
Aa

ოქრიაშვილი მზადაა: პირველი ვარჯიში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ''ანორთოსისთან'' ერთად პირველ ვარჯიშს ორშაბათს ჩაატარებს. 28 წლის შემტევმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ ტრავმა მოიშუშა, თავს კარგად გრძნობს და მოედანზე დაბრუნებისთვის მზადაა.

გასული წლის 12 ნოემბრის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს არ უთამაშია, მაკედონიასთან მარცხის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარა, შემდეგ კი კვიპროსის ჩემპიონატის ზედიზედ 10 მატჩი გამოტოვა, რაც ქეცბაიას გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

24 იანვარს ''ანორთოსისი'' ქეცბაიას ყოფილ კლუბს, ''აპოელს'' შეხვდება. ოქრიაშვილი აღნიშნულ მატჩს გამოტოვებს და ორშაბათიდან გუნდთან ერთად მზადებას განაახლებს.

მიმდინარე სეზონში თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის 8 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.

20 ტურის შემდეგ ''აპოლონი'' 43 ქულით პირველ ადგილზეა, ''ომონია'' 40 ქულით მეორე პოზიციაზეა, რომელსაც ''ანორთოსისი'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები