ეფექტური სტარტი - მონტე-კარლოში რალის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო
Aa
Aa

ეფექტური სტარტი - მონტე-კარლოში რალის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

მონტე-კარლოში რალის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. მრბოლელებს ტრასაზე მხოლოდ 2 რთული ადგილი ელოდებოდათ.

მიუხედავად ამისა ფინელმა მრბოლელმა ტენუ სუნინენმა მოძებნა ხერხი,რომ რბოლა ნაადრევად დაესრულებინა. გამოცდილი პილოტი შესახვევში ცუდად შევიდა და კლდეს შეეჯახა,რის შემდეგაც ამოტრიალდა და ტრასიდან გადავარდა. 

ეკიპაჟი მწყობრშია - მაგრამ მათ ტრასის დასრულება ვეღარ შეძლეს. მანქანას უსაფრთხოების კარკასი დაუზიანდა.

რბოლის დროს სუნინენი  ლიდერობას ინარჩუნებდა და 2019 წლის ჩემპიონს ოტი ტიანაკუს 0,5 წამით უსწრებდა.

რბოლის დასულებამდე 20 კილომეტრი იყო დარჩენილი,მაგრამ ფინელმა რბოლელმა ფინიშამდე ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები