გაგრა ძლიერდება: კონფერენს ლიგაზე სამუშია დაეხმარება
Aa
Aa

გაგრა ძლიერდება: კონფერენს ლიგაზე სამუშია დაეხმარება

საქართველოს თასის მფლობელი ''გაგრა'' 26 წლის გურამ სამუშიას გაიფორმებს, რომელმაც გასული სეზონი ''თელავის'' რიგებში გაატარა. CrystalSport-ის ცნობით ფეხბურთელი ''გაგრასთან'' ერთად ემზადება და მისი გუნდში ჩარიცხვა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, თუმცა ჯერ კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია.

გასულ წელს ''გაგრამ'' საქართველოს თასი მოიპოვა და 2021-22 წლების ევროსეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

სამუშია საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელია. 2013 წელს გია ცეცაძის საქართცელოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

მას მხოლოდ ქართულ კლუბებში უასპარეზია. 2011-12 წლების სეზონში ''ზესტაფონთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, ყველაზე პროდუქტიული სეზონი კი 2019 წელს ჩაატარა, როცა 15 გოლით ''სამტრედიას'' ელიტაში დაბრუნებაში დაეხმარა.

მას ასევე უთამაშია ზუგდიდის ''დინამოში'', გორის ''დილასა'' და ზუგდიდის ''ბაიაში''.

მასალაში გამოყენებულია Eliga.ge-ს ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები