ქვილითაიას ღირსეული ნაბიჯი - აკადემია, სადაც ბავშვები გადასახადებისგან გათავისუფლდნენ
Aa
Aa

ქვილითაიას ღირსეული ნაბიჯი - აკადემია, სადაც ბავშვები გადასახადებისგან გათავისუფლდნენ

ბავშვთა საფეხბურთო აკადემია ''უქიმერიონი თბილისი'', სადაც ყველა ბავშვი გადასახადებისგან სრულად გათავისუფლდა, არსებობას შემოწირულობებით აგრძელებს. როგორც აკადემიის განცხადებაში ვკითხულობთ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია აკადემიის აქციონერი გახდეს და შემდგომში ''უქიმერიონი თბილისის'' აღზრდილთა გაყიდვით გარკვეული თანხა მიიღოს. ''უქიმერიონი თბილისის'' აკადემიას უკვე ჰყავს რამდენიმე აქციონერი საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ ტიპის აკადემია ქართული რეალობისთვის ნოვაციაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია საფეხბურთო სამყაროდან პირველია, რომელმაც აკადემიას მუდმივი თანადგომა გამოუცხადა და ყოველთვიურად ფინანსურად დაეხმარება.

''თბილისი უქიმერიონის'' განცხადებაში ვკითხულობთ:''ჩვენი საფეხბურთო აკადემია პირველად საქართველოს ისტორიაში გახდა სახალხო საფეხბურთო აკადემია, ხალხის გუნდი, სადაც ყველა ბავშვი გათავისუფლდა ყველანაირი გადასახადისგან და კლუბი არსებობას აგრძელებს ხალხის შემოწირულობებით.

შემოწირულობებით, რომელიც მხოლოდ ქველმოქმედება არაა, თითოეულ ადამიანს შეუძლია გახდეს კლუბის აქციონერი და დღეს შემოწირული თანხა მომავალში მისთვის საკმაოდ მომგებიანი იქნება, როდესაც ჩვენი გენიოსების სამჭედლო ფეხბურთელებს დიდ გრანდებში გაუშვებს.

პირველ ეტაპზე, ჩვენი ამბავი აიტვირთა საერთაშორისო პლატფორმაზე, ახლა უკვე შესაძლებელია ქართულ ანგარიშზეც ჩარიცხოთ ნებისმიერი თანხა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც თქვენ კლუბის ოფიციალური აქციონერი გახდებით. თქვენთვის, რომელი ფორმაც უფრო კომფორტულია შეგიძლიათ იმით ისარგებლოთ, გააკეთოთ ძალიან კეთილი საქმე, დაეხმაროთ ბავშვებს განვითარებაში და წარმატების მიღწევაში და ამავდროულად დაელოდოთ თქვენი შემოწირული თანხის გაასმაგებას.

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გიორგი ქვილითაიას, რომელმაც საფეხბურთო სამყაროდან პირველმა გამოგვიცხადა მუდმივი გვერდში დგომა''.

მოგესალმებით ყველას. როგორც უკვე ცნობილია, ჩვენი საფეხბურთო აკადემია, პირველად საქართველოს ისტორიაში გახდა - სახალხო...

Posted by ს.კ უქიმერიონი თბილისი / FC Uqimerioni Tbilisi on ხუთშაბათი, 21 იანვარი, 2021

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები