ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის "ატლეტიკო" სტუმრად ეიბარს უპირისპირდება. ეს შეხვედრა თითქოს გამორჩეული არაფრით უნდა ყოფილიყო გარდა იმ შემთხვევისა, თუ მასპინძლები გამარჯვებას მოახერხებდნენ. მატჩში საინტერესო და იშვიათი რამ მოხდა.
შეხვედრის მე-12 წუთზე მსაჯმა "როხიბლანკოს" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც "ეიბარის" მეკარემ მარკო დმიტროვიჩმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. სერბი კიპერი ლა ლიგის ისტორიაში გახდა მე-7 მეკარე, რომელმაც გოლი გაიტანა. აქამდე ასეთი რამ ფენოიმ, სანტამარიამ, ჩილავერტმა, ნაჩო გონსალესმა, პრატსმა და არანსუბიამ მოახერხეს.