Aa Aa
21 იანვარი 2021  |  12:07

ტოჩინოშინის ფიასკო გრძელდება: ჰოკოტოფუჯიმ ოშიდაშით სძლია

2021 წლის პირველი სუპერტურნირის ''ჰაცუ ბაშოს“ მე-12 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკოტოფუჯი იყო. შეხვედრა ჰოკოტოფუჯის უპირატესობით დაიწყო, მარჯვენა ხელით აქტიურობდა და ქართველი მის შეტევას ვერ გაუმკლავდა. საბოლოოდ, ჰოკოტოფუჯიმ ძალიან დამაჯერებლად ოშიდაშის ილეთით გაიმარჯვა.

დღევანდელ შეხვედრამდე ტოჩინოშინი ჰოკოტოფუჯის 10-ჯერ შეერკინა: 5 გამარჯვება და 5 მარცხი.

ტოჩინოშინისთვის მიმდინარე ''ჰაცუ ბაშო'' ძალიან წარუმატებლად მიმდინარეობს, მან მხოლოდ 3 ბრძოლა მოიგო და 9 შეხვედრაში დამარცხდა.

სუპერტურნირის მე-13 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-11 მაეგაშირა კოტოეკო იქნება. ლევან გორგაძე კოტოეკოს მხოლოდ ორჯერ შეხვდა, ერთხელ სძლია და ერთხელ დამარცხდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში