წლის მთავარი სენსაცია - რეალი 10-კაციან ალკოიანოსთან დამარცხდა
Aa
Aa

წლის მთავარი სენსაცია - რეალი 10-კაციან ალკოიანოსთან დამარცხდა

მადრიდის "რეალი" კოპა დელ რეის გათამაშებაში ჩაერთო, თუმცა არასახარბიელოდ. ზინედინ ზიდანის გუნდი "ალკოიანოს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

მადრიდელებმა პირველი ტაიმი შედარებით კარგად ჩაატარეს. ანგარიში 45-ე წუთზე ედერ მილიტაომ გახსნა და პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. მეორე ნახევარში ზიდანის შეგირდებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა მატჩის მე-80 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

დარჩენილ 30 წუთშიც ფლობდა უპირატესობას "ბლანკოსი", მაგრამ გოლი ვერ გაჰქონდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიას უნდა გამოევლინა. 110-ე წუთზე "ალკოიანოს" რამონ ლოპესი გაუძევეს და გუნდი 10 კაცით დარჩა. 

ყველასთვის მოულოდნელად მასპინძლებმა 115-ე წუთზე მადრიდელებს გოლი გაუტანეს და წინ გავიდნენ. "რეალს" მატჩის გადასარჩენად 5 წუთი ჰქონდა. ცვლილებაზე გამოვიდნენ ედენ აზარ, მარკო ასენსიო და ტონი კროოსი, თუმცა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხეს და შეხვედრა 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "ალკოიანო" სეგუნდა დივიზონ B-ს მესამე ლიგაში თამაშობს და მე-4 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის მეორე მადრიდული გუნდი "ატლეტიკოც" დაემშვიდობა. სიმეონეს შეგირდები "კორნელასთან" 1:0 დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები