ეს ტორესია? - ფერნანდოს სხეულის სრული ტრანსფორმაცია
Aa
Aa

ეს ტორესია? - ფერნანდოს სხეულის სრული ტრანსფორმაცია

ფერნანდო ტორესმა კარიერა 2019 წლის ზაფხულში დაასრულა. ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ფეხბურთელი კარიერას ასრულებს წონაში იმატებს ან ფიზიკურ ფორმაზე უბრალოდ აღარ ზრუნავს.

ესპანელი ყოფილი ფეხბურთელის შემთხვევაში სულ სხვა რამ მოხდა. კარიერის დასრულების შემდეგ ფერნანდომ ფიტნესს მიჰყო ხელი და ვარჯიში აქტიურად დაიწყო. ასე გამოიყურებოდა ტორესი 2019 წელს.

"ელ ნინიო" ახლა ასე გამოიყურება. მას თავისუფლად შეუძლია საკუთარი თავი რაგბში მოსინჯოს. "ეს ტორესი არ არის, ეს ის მოჭიდავეა, რომელმაც ფერნანდო შეჭამა." - წერს The Athletic-ის ჟურნალისტი კარლ ანკა.

ესპანელი ახლა ბოდიბილდერივით გამოიყურება. სპორტულმა გამოცემამ Sportbible-მა ყოფილი ფეხბურთელი ფილმის პერსნაჟს "ჰალკს" შეადარა.

არ არის გასაკვირი, რომ ყოფილმა შემტევმა სხეულზე ზრუნვა დაიწყო, რადგან მას მადრიდში ფიტნეს კლუბების საკუთარი ქსელი აქვს. ორ გზის ევროპის ჩემპიონმა ბრენდი Nine fitness ჯერ კიდევ 2013 წელს დააარსა და ახლა უკვე 3 ფილიალი აქვს.

36 წლის ესპანელი ბოქსითაც იყო დაკავებული და ამ სპორტის წარმომადგენლებს კარგად იცნობს. მის დარბაზში ჰონათან ალონსო დადის სავარჯიშოდ. ალონსო 2012 წლის ოლიმპიადის მონაწილეა.

თავად ფერნანდოს კი პროფესიონალი ბოქსიორი ნელსონ დოთელი ავარჯიშებს. ასე "ატლეტიკოს" ყოფილი "ცხრიანი" კვალიფიკაციას იმაღლებს და ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ამ სპორტში აქტიურადაც კი ჩაერთოს.

ცნობისთვის, ფერნანდო ტორესი "ატლეტიკო B-ში" მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აკეთებს ესპანელი იქ, მაგრამ, როგორც ინფორმაციიდან ვიგებთ რამდენიმე ბავშვს მისი ეშინია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი სხვადასხვა წლებში, "ატლეტიკოს", "ლივერპულის", "ჩელსის" და "მილანის" ღირსებას იცავდა. პროფესიონალურ კარიერაში ტორესმა 767 მატჩი ჩაატარა და 262 გოლი გაიტანა. 

"ელ ნინიომ" საკუთარი კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული მოიგო. 2012 წელს "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა. 2013 წელს კი "არისტოკრატებთან" ერთად ევროპის ლიგის ტიტული იზეიმა. ტორესმა ლონდონელთა შემადგენლობაში FA Cup-იც მოიგო.

ის ასევე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ორ გზის და მსოფლიოს ჩემპიონიც არის. 2018 წელს ესპანელმა თავისი უკანასკნელი ტიტული მოიპოვა. "ატლეტიკოს" შემადგენლობაში მეორედ შეძლო ევროპის ლიგის მოგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები