Aa
Aa

"გამიშვით!" - ოდეგორს რეალიდან წასვლა უნდა

მადრიდის "რეალისა" და ნორვეგიის ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის მარტინ ოდეგორის გარშემო რთული ვითარებაა. ახალგაზრდა ნახევარმცველი "სამეფო კლუბიდან" წასვლას ითხოვს. ინფორმაციას გავლენიანი სპორტული გამოცემები "ტრანსფერმარკტ", "მარკა" და "ას" ავრცელებენ.

ვიგებთ, რომ ოდეგორი საკუთარი სათამაშო წუთებით უკმაყოფილოა და გუნდიდან წასვლა უნდა. მარტინის აზრით, ზინედინ ზიდანი მას საერთოდ არ ენდობა და ეს ყველაფერი მისი თამაშების რაოდენობაზე აისახება. აღსანიშნავია, რომ სეზონის წინ ოდეგორის დაბრუნება თავად ფრანგ სპეციალისტს სურდა. 

სეზონის საწყის ეტაპზე 22 წლის ფებხურთელს მინდორზე ხშირად ვხედავდით, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და დიდი ხნის განმავლობაში აღარ გამოჩენილა. ახლა სიტუაცია შეცვლილია, მარტინს ტრავმა აღარ აქვს, თუმცა ზიდანი მაინც არ ათამაშებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნორვეგილ ტალანტს "ბლანკოსის" დატოვება აქვს გადაწყვეტილი და ხელმძღვანელობას წასვლის უფლებას სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ ოდეგორი მადრიდის "რეალს" 2015 წელს შეუერთდა, თუმცა "კასტილიაში" გადაიყვანეს სათამაშოდ. ამის შემდეგ, ნორვეგიელი ჯერ "ჰერენვენში" გაანათხოვრეს, ხოლო შემდეგ "ვიტესში" და "რეალ სოსიეადადში". უკანასკნელ კლუბში მარტინმა თავი იდეალურად წარმოაჩნა და მისი მადრიდში დაბრუნების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები