სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "კონტრაქტი ჯერ არ გამიხანგრძლივებია"

ბოლო პერიოდის განმავლობაში სპორტულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელმა თავკაცმა დიეგო სიმეონემ "როხიბლანკოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამასთან დაკავშირებით, თავად "ჩოლომ" ესპანურ გამოცემასთან AS-თან ისაუბრა და ყველაფერი უარყო.

"თუ რამე კონკრეტული მოხდება გაგაგებინებთ. ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ მე აქ ბედნიერი ვარ. წინ მნიშვნელოვანი წელი მელოდება და მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდე. როდესაც ხელმძღვანელობასთან ახალი ხელშეკრულების შესახებ შეხვედრა მექნება ორი აზრა არაა, რომ პირველი თქვენ გაიგებთ."

არგენტინელმა სპეციალისტმა საკუთარ ფეხბურთელებზეც ისაუბრა: "ტრიპიერი დიდი ხნით გამოგვაკლდა ეს სამწუხაროა. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება და რამდენიმე ტრავმირებულიც გვყავს. ეს არ მახარებს, მაგრამ იმედი მაქვს სხვა ფეხბურთელები დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად გაართმევენ თავს.

მუსა დემბელე ახალი გადმოსულია და მაქსიმალურად სწრაფად ცდილობს ადაპტაციის გავლას. კონდოგბია, კარასკო და ლემარი ენის ბარიერის გადალახვაში ეხმარებიან. მუსას მონდომებას და ენთუზიაზმს კარგად ვხედავ. იმედი მაქვს მის საუკეთესო ვერსისას ვიხილავთ." - განაცხადა სიმეონემ

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" სულ ცოტა ხნის წინ კოპა დელ რეიდან სენსაციურად გამოვარდა. მომავალ მატჩს ლა ლიგაში "როხიბლანკო" 22 იანვარს სტუმრად "ეიბარის" წინააღმდეგ გამართავს. ცნობისთვის, სიმეონეს გუნდი ამჟამად ლა ლიგას 41 ქულით ლიდერობს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები