Aa
Aa

"ნაპოლის დაცვის სისტემა კარგად შევისწავლეთ" - პირლოს მატჩისწინა პრესკონფერენცია

დღეს ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტულისთვის იბრძოლებს. იტალიის სუპერ თასზე ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ნაპოლი" შეერკინებიან. მატჩის წინ "ბებერი ქალბატონის" თავკაცმა ანდრეა პირლომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ვართ. მოწინააღმდეგე ძლიერი გუნდია და ეს გატუზოს გადმოსვლის დღიდან მტკიცდება. ნეაპოლელები ტექნიკურ და გამართულ ფეხბურთს თამაშობენ. თავდასხმაში კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა მათ მცველებს პრობლემები შეექმნათ და მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

დღეს დილით ჩვენ სხვადასხვა ტაქტიკას ვამუშავებდით. "ნაპოლის" დაცვის სისტემა კარგად შევისწავლეთ. სუპერ თასის მატჩს "ინტერთან" არასასიამოვნო წაგების შემდეგ ვხვდებით. ეს კარგი შანსია, რათა გულშემატკივრებს განცდილი მარცხი დავავიწყოთ და სიხარული მივანიჭოთ.

შესნის არაფერი აწუხებს და ის ძირითად შემადგენლობაში იქნება. დემირალს გარკვეული პრობლემები აქვს და ის არ იქნება. კულუსევსკიზე ვერ ჩამოვყალიბდი. ჯერჯერობით არ ვიცი პირველივე წუთიდან ითამაშებს თუ არა." - განაცხადა პირლომ

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსისა" და "ნაპოლის" მატჩი დღეს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება. როგორც უკვე მოგახსენეთ, პირლოსთვის ეს პირველი ტიტული იქნება, ხოლო თუ "ნაპოლიმ" გაიმარჯვა, გატუზო კარიერაში მეორე ტიტულს დაეუფლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები