ეიბარის ფეხბურთელი სასამართლომ დამნაშავედ სცნო
Aa
Aa

ეიბარის ფეხბურთელი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

„ეიბარის“ ფორვარდი სერხი ენრიჩი და მისი ყოფილი გუნდელი ანტონიო ლუნა ესპანეთის სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მათ 2-წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.

ფეხბურთელებს ბრალად მესამე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება ედებათ.

ყველაფერი 2016 წელს მოხდა. ხსენებულ ვიდეოში ენრიჩი და ლუნა თავადაც ჩანან. კადრების გუნდელებში გავრცელების შემდეგ, მესამე პირმა მათ სასამართლოში უჩივლა.

მომჩივანი ახალგაზრდა გოგოა, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ფაქტის შემდეგ, მას ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და გამოჯანმრთელების მიზნით სპეციალური კურსის გავლა მოუხდა.

სასამართლოს დადგენილებით, ენრიჩსა და ლუნას გარდა 2-წლიანი პირობითისა, გოგოს მიმართ კომპენსაციის გადახდაც მოუწევთ.

ჯერჯერობით „ეიბარის“ პოზიცია უცნობია. კლუბი თავის ლიდერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

30 წლის ენრიჩი „ეიბარში“ 2015 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 181 შეხვედრაში 37 გოლი და 26 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები