კუმანის 2015 წლის ინტერვიუ:
Aa
Aa

კუმანის 2015 წლის ინტერვიუ: "როცა მესი გყავს მწვრთნელობა ადვილია"

სპორტულ მედიაში გავრცელდა 2015 წლის ვიდეო, რომელშიც რონალდ კუმანის მესიზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ, როდესაც გუნდში ლეო გყავს მწვრთნელობა ადვილია.

"ადვილია მწვრთნელობა, როცა გუნდში მესი გყავს. ლეო ყველაფერს განსხვავებულად აკეთებს. "ბარსელონა" ძლიერი გუნდია. იქ ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. "რეალიც" ძლიერია და მათაც კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.

ჩვენ გვყავს რონალდუ და მესი, მაგრამ ალბათ ამ მომენტისთვის ლიონელი კრიშტიანუზე უკეთესია. ყველაფერი ადვილად გამოიყურება, სინამდვილეში კი რთულია. მესი საოცარი ფეხბურთელია, ალბათ საუკეთესო ბოლო 20 წელიწადში." - განაცხადა კუმანმა

ცნობისთვის, 2015 წელს ნიდერლანდელი სპეციალისტი "საუთჰემპტონის" დამრიგებელი იყო. 2020 წელს რონალდი "ბარსელონას" მწვრთნელი გახდა და მისი მუშაობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რამდენიმე დღის წინ კუმანის მეთაურობით "ბლაუგრანამ" "ბილბაოსთან" ესპანეთის სუპერ თასის ფინალი წააგო." რაც შეეხება ლა ლიგას, ვერც იქ ბრწყინავს "ბარსელონა." 

კატალონიელებს 18 ტურის შემდეგ 24 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე იმყოფებიან. ლიდერ "ატლეტიკოს" კი 7 ქულით ჩამორჩებიან, თანაც ეს იმის ფონზე, რომ "როხიბლანკოს" ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები