ორ მატჩს გამოტოვებს - მესი დაისაჯა
Aa
Aa

ორ მატჩს გამოტოვებს - მესი დაისაჯა

ესპანეთის საფეხბურთო ასოციაციამ ლიონელ მესის განაჩენი გამოუტანა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ვილალიბრესთან უხეშობის გამო ორ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. 6 ოქროს ბურთის მფლობელი კოპა დელ რეიზე "კორნელას" და ლა ლიგაში "ელჩეს" წინააღმდეგ არ იქნება. ინფორმაცია MARCA-მ გაავრელა.

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი "ბარსელონას" რიგებში პირველად გააძევეს. ეს კი 2021 წლის ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "ბილბაოს" წინააღმდეგ მოხდა. კატალონიელებმა ხსენებული შეხვედრა 2:3 დათმეს.

ბოლო წუთებზე კუმანის შეგირდები შტურმზე გადავიდნენ. მესი საჯარიმოსკენ გარბოდა, რა დროსაც ბასკთა ფეხბურთელმა ვილალიბრემ ხელით დაიჭირა და მისი შეჩერება სცადა. არგენტინელმა ვერ მოითმინა, ნერვებს აჰყვა და მოწინააღმდეგეს უხეშად ჩაარტყა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები