ერთ დროს მომღერალი ყოფილა - ჰოლანდის უცნობი ისტორია
Aa
Aa

ერთ დროს მომღერალი ყოფილა - ჰოლანდის უცნობი ისტორია

მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი თურმე ერთ დროს სიმღერით იყო დაკავებული, კონკრეტულად კი ჰიპ-ჰოპით. ინფორმაცია სპორტულმა გამოცემა Sportbible-მა გაავრცელა.

16 წლის ასაკში ნორვეგიელი თავდამსხმელი ჯგუფ Flow Kingz-ის წევრი იყო და ერთ-ერთ კლიპში სახელწოდებით Kygo jo ერთ-ერთ მთავარ როლში გვევლინება.

ფეხბურთისგან განსხვავებით, ჰოლანდს სიმღერა კარგად არ გამოსდის და საბედნიეროდ 20 წლის ერლინგმა საკუთარი მომავალი ფეხბურთს დაუკავშირა. მიუხედავად არასახარბიელო შესრულებისა,  "დორტმუნდის" შემტევის ხსენებულ ვიდეოს Youtube-ზე 6 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

Sportbible-ს ინფორმაციაში სხვა სიახლეებსაც ვეცნობით. ერლინგ ჰოლანდი ხუთ წლის ასაკში გრძელ დისტანციაზე ხტომაში მსოფლიოს რეკორდსმენი გახდა. ასევე ვიგებთ, რომ ნორვეგიელი სხვადასხვა ასაკში მძნელოსნობით, ხელბურთით და თხილამურებით იყო დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი "დორტმუნდში" 2020 წლის ზამთარში გადავიდა და მას შემდეგ საოცარ ფეხბურთს თამაშობს. ნორვეგიელმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდიც კი დაამყარა. ჰოლანდი გახდა ყველა სწრაფი ფეხბურთელი, ვინც 12 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 15 გოლი გაიტანა.

ჯამში კი ერლინგს ლიგაზე 16 გოლი აქვს გატანილი. საერთო ჯამში მან "ბორუსიას" რიგებში 41 გოლს მოუყარა თავი. 25 ბუნდესლიგაში, 16 ჩემპიონთა ლიგაზე. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჰოლანდი 2020 წლის GOLDEN BOY გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები