Aa
Aa

აგენტი: კოვაჩიჩს „ინტერში“ დარჩენა სურს

ბოლო რამდენიმე დღეა „ინტერის“ ხორვატ ნახევარმცველ მატეო კოვაჩიჩს „ბარსელონას“ და „არსენალს“ უკავშირებენ. თუმცა ფეხბურთელის აგენტმა ეს ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მის კლიენტს ამჟამინდელი გუნდის დატოვება არ სურს.

 

„მატეოს ახლა მცირე ტრავმა აქვს, რომელიც მან „ვოლფსბურგთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. რაც შეეხება მის მომავაdelლს, მან კონტრაქტი სულ ახლახანს განაახლა და ამ მხრივ არაფერი არ შეიცვლება. კოვაჩიჩმა ხელშეკრულება 5 წლით გაახანგრძლივა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დარწმუნებულია საკუთარ მომავალზე "ინტერში". თუ ის არ იყო ბედნიერი მის ამჟამინდელ გუნდში, ამ ნაბიჯს არ გადადგავდა. ეს არის გრძელვადიანი შეთანხმება. ამ ეტაპზე ის მკურნალობის პროცესს გადის, შემდეგ კი ვნახოთ როგორ დაუბრუნდება მოედანს. თუ მთავარი მწვრთნელი მას სათამაშო დროს არ მისცემს, ის უკმაყოფილო მაინც არ იქნება, რადგან მატეო მხოლოდ 21 წლისაა და უკვე არის ეროვნული ნაკრების წევრი და "ინტერის" ფეხბურთელი. ვფიქრობ საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ამ ასაკში მოთამაშე საკუთარი მდგომარეობით ბედნიერი იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები