იბრაჰიმოვიჩი:
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩი: "მე მჯერა ზლატანის!"

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში "მილანი" "კალიარის" ესტუმრა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლის წყალობით 2:0 გაიმარჯვა. შეხვედრის შემდეგ ლეგენდარულმა შვედმა Sky Sports-თან ისაუბრა და საინტერესო დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

"რთული თამაში იყო. დუბლი შევასრულე, მაგრამ კიდევ ერთის გატანა შემეძლო. ფეხბურთი ბოლოს 57 დღის წინ ვითამაშე. ვწუხვარ, ხანდახან ასეც ხდება. "კალიარი" რთული მეტოქეა. ადვილი არ არის ისეთ გუნდთან თამაში, რომელიც გამუდმებით იბრძვის.

ახალგაზრდა ფეხბურთელები მოტივაციას მაძლევენ. ისინი ხშირად მეჯიბრებიან იმაში, თუ რომელი უფრო მეტს ვირბენთ. არასდროს ვნებდები და ყოველთვის ვაჩვენებ, რომ მეც შემიძლია მათსავით სირბილი.

გუნდი კარგად თამაშობს. ჩემპიონატის ნახევარი გავიდა და ლიდერები ვართ. ახლა ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მატჩების დრო დადგა.

რაც დრო გავა ყველაფერი გართულდება, მაგრამ მანჯუკიჩი და მეიტე დაგვემატნენ, რაც დამატებით შესაძლებლობებს იძლევა. მარიოს გადმოსვლით ბედნიერი ვარ, რადგან დღეიდან სხვა გუნდებს ორი ფეხბურთელი შეაშინებთ."

ჟურნალისტმა იბრაჰიმოვიჩს ჰკითხა, ჯერა თუ არა სკუდეტოს მოგების, რაზეც შვედმა უპასუხა: "მე მჯერა ზლატანის!" ჟურნალისტმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც იკითხა: "ჩემი კონტრაქტი პაოლო მალდინიზეა დამოკიდებული. "მილანში" ძალიან ბედნიერი ვარ. აქ დაბრუნებამ ჩემში ბევრი რამ შეცვალა"

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "როსონერიში" 2019 წლის ზამთარში დაბრუნდა. ნახევარ სეზონში შვედმა 20 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი იბრამ ყველაზე ტურნირზე ერთად 13 ჩატარებულ შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები