მსოფლიო რეკორდი - ნირმალ პურჯამ ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა
Aa
Aa

მსოფლიო რეკორდი - ნირმალ პურჯამ ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა

გამოცდილი მთამსვლელი, ნირმალ ,,ნირს“ პურჯა, K2 მწვერვალის დაპყრობის შემდეგ უკვე მსოფლიო რეკორდის მფლობელი ხდება, მისი წინამორბედების მიერ წარსულში მიღწეული შედეგი, ერთი შეხედვით, დაუძლეველ წინააღმდეგობად მიიჩნეოდა, თუმცა პურჯამ და მისი მეგობრების მიერ შექმნილმა კოლექტივმა ისტორიაში ახალი ფურცლის ჩაწერა შეძლეს.

ყოფილი გურხა და დიდი ბრიტანეთის სპეციალური დანაყოფის წევრი, გუნდ ,,Mingma G”-სთან და გუნდ SST-ის ერთ-ერთ წევრთან ერთად, ოფიციალურად გახდა ადამიანი, რომელმაც პირველად შეძლო K2-ის მწვერვალის ზამთარში დაპყრობა.

აბრუზის გზით მიმავალი მთავსლელთა გუნდი მთელი გზის მანძილზე შეუწყვეტლად მღეროდა ნეპალის ეროვნულ ჰიმნს, რაც მათივე თქმით, მარშუტის სირთულეს ერთი-ორად ამსუბუქებდა.

K2 ერთადერთი 8000 მეტრზე მაღალი მწვერვალი იყო, რომელიც ზამთარში არ დალაშქრულა, ეს ფაქტი თავდაპირველ მიზანს კიდევს უფრო ირეალურს ხდიდა.

 მწვერვალზე ასვლის მცდელობები, როგორც წესი, ივლისსა ან აგვისტოში მიმდინარეობს, მხოლოდ 280 ადამინმა შეძლო გაზაფხულის პერიოდში მთაზე ასვლა, შედარებისთვის, გაზაფხულზე ევერესტის მწვერვალზე ასულთა რიცხვი 3681-ს შეადგეს, რაც კიდევ ერთხელ ნათლად გვიჩვენებს K2-ის უმაღლესი წერტილისკენ მიმავალი გზის სირთულეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები