Aa
Aa

გუნდური პირველი ადგილი - მოჭიდავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

ჩემპიონებს და პრიზიორებს აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ.

შეგახსენებთ,რომ ნიცაში გამართულ ტურნირზე თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 10 წონით კატეგორიაში 9 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

ანრი დეგლანის სახელობის გრან პრის გამარჯვებულები ბექა ლომთაძე,ზურაბ იაკობიშვილი,ნიკა კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი გახდნენ.

ვერცხლის მედლებს გივი მაჭარაშვილი და დავით ტლაშაძე დასჯერდნენ,ხოლო ბრინჯაოები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა,ბექა ბუჯიაშვილმა და ირაკლი მწითურმა დაისაკუთრეს.

მედლის გარეშე მხოლოდ დავით მარსაგიშვილი (86 კგ.)დარჩა, რომელიც ჯერ ნახევარფინალში,ხოლო შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძლაში დამარცხდა.

ზურა იაკობიშვილი - ტურნირის გამარჯვებული 

ბექა ლომთაძე - ტურნირის გამარჯვებული 

გიორგი იანტბელიძე - თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა მწვრთნელი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები