''სლუცკიმ უთხრა: მითხარი ყველაფერი'' - ხვიჩამ ეს ვერ შეძლო'' - ტარასოვი ქართველ ტალანტზე
Aa
Aa

''სლუცკიმ უთხრა: მითხარი ყველაფერი'' - ხვიჩამ ეს ვერ შეძლო'' - ტარასოვი ქართველ ტალანტზე

ხვიჩა კვარაცხელიას ექს-თანაგუნდელმა დმიტრი ტარასოვმა 19 წლის ქართველი ტალანტის შესახებ ისაუბრა. რუსი მოთამაშის აზრით ყაზანის ''რუბინში'' კვარაცხელია დაღვინდა, აზროვნება და პასის გაკეთება ისწავლა და გაიაზრა, რომ ასეთ მაღალ დონეზე ყველა ფეხბურთელის მოტყუება შეუძლბელია.

ტარასოვი championat.com-ს ესაუბრა.

''მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა არსებობდა სირთულე, მან ჯერ კიდევ არ იცის რუსული ენა კარგად. მას ეს ბარიერი აქვს. ერთი ამბავიც მახსენდება. თეორიული მეცადინეობისას სლიცკიმ ხვიჩას შეცდომაზე მიუთითა, მან კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, თუმცა ხვიჩამ მისი კითხვა ვერ გაიგო. სლუცკიმ ჰკითხა: ''ხვიჩა, გაიგე რაც გითხარი?'' ხვიჩამ უპასუხა, რომ მისი სიტყვები გაიგო და შემდეგ სლუცკიმ უთხრა: ''მითხარი ყველაფერი, რაც გითხარი''. ხვიჩამ ეს ვერ შეძლო.

მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, ის ხშირად ქართულ რესტორანში მპატიჟებდა.

ხვიჩა მოსკოვის ''ლოკომოტივიდან'' მახსოვს. მას ჰქონდა სისწრაფე, ტექნიკა, თამაშისა და გოლის გატანის დიდი წყურვილი, მაგრამ არ ესმოდა, რომ ქუჩაში არ თამაშობდა და რომ ისე არ უნდა ეთამაშა, როგორც ქუჩაში თამაშობდა. აქ შეუძლებელია მიიღო ბურთი და ყველა მოატყუო, უნდა იცოდე პასის დრო, პასის მომენტი. 

''რუბინში'' გადასვლის შემდეგ ხვიჩა გაიხსნა და როგორც მოთამაშე დაიხვეწა, დაღვინდა. მან ისწავლა აზროვნება და პასის მიცემა. ღმერთმა ყველაფერი საუკეთესო მისცეს''.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

Sport24-მა რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც კვარაცხელია მოხვდა. სიმბოლური გუნდი InStat-ის მონაცემების მიხედვით შეადგინეს. Sport24 ქართველ ტალანტზე წერს:''ყველაზე ხშირად დრიბლინგის განხორციელებას ყაზანის ''რუბინის'' ფეხბურთელები ცდილობენ. უფრო ზუსტად ეს ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც რაღაც კოსმოსს აჩვენებს. საერთო ჯამში დრიბლინგზე 219-ჯერ წავიდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 16-ს შეადგენს. შედარებისთვის მეორე ადგილზე მოსკოვის ''დინამოს'' ფეხბურთელი დანილ ლესოვოი გავიდა, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში დრიბლინგზე 156-ჯერ წავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში ათი დრიბლინგია''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები