კაკაბაძის შესანიშნავი დიაგონალური პასი - ტრანსფერის ალბათობა ძალიან მცირეა
Aa
Aa

კაკაბაძის შესანიშნავი დიაგონალური პასი - ტრანსფერის ალბათობა ძალიან მცირეა

ესპანეთის თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ოთარ კაკაბაძის ''ტენერიფე'' საკუთარ კედლებში ''ვილიარეალთან'' 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის მიგელ რამისმა ქართველი მცველი თამაშში 73-ე წუთზე ჩართო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დიაგონალური გადაცემით თანაგუნდელს გოლის გატანის კარგი შანსი შეუქმნა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა კარლოს პომარესმა შანსი ვერ გამოიყენა.

დიდი ალბათობით ოთარ კაკაბაძე მიმდინარე სეზონს ლა ლიგა 2-ის კლუბში დაასრულებს, რადგან სეზონის სტარტზე შვეიცარიული ''ლუცერნის'' რიგებში 1 მატჩი ჩაატარა და ერთი სეზონის განმავლობაში სამი გუნდის მაისურით თამაშის უფლება არ აქვს. მისი ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ისეთ ქვეყანაში გააგრძელებს კარიერას, სადაც სეზონი დასრულებულია. მაგალითად, შვედეთში, ბელარუსში ან საქართველოში.

მიმდინარე სეზონში ოთარ კაკაბაძეს ასპარეზობა რეგულარულად არ უწევს, თუმცა ბოლო სამ მატჩში ითამაშა, ესპანეთის თასზე ''კასტელონთან'' 90 წუთი იასპარეზა, ლა ლიგა 2-ის გასულ ტურში ''კარტახენასთან'' 77-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე, ხოლო სამეფო თასზე ''ვილიარეალთან'' 73-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები