დოჰიოზე დასცა! - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება!
Aa
Aa

დოჰიოზე დასცა! - ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება!

2021 წლის პირველი სუპერტურნირის ''ჰაცუ ბაშოს“ მე-9 დღეს მეოთხე მაეგაშირა ტოჩინოშინის მეტოქე 25 წლის მეშვიდე მაეგაშირა მეისეი გახლდათ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, უპირატესობას მეისეი ფლობდა, თუმცა შემდეგ ტოჩინოშინმა მეტოქე დოჰიოზე დასცა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

დღევანდელ შეხვედრამდე მეისეისთან გამართული 4 ბრძოლიდან ტოჩინოშინს მხოლოდ 1 ჰქონდა მოგებული და ამ გამარჯვებით ურთირთშეხვედრების ბალანსი გაიუმჯობესა.

რაც შეეხება ''ჰაცუ ბაშოს'' მიმდინარე ტურნირს, ტოჩინოშინის ბალანსი დღევანდელ შეხვედრამდე უარყოფითი იყო, 8-დან მხოლოდ 2 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, ახლა კი მის ანგარიშზე 3 გამარჯვება და 6 მარცხია.

მე-10 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი ტაკაიასუ იქნება. მათი 22 შეხვედრიდან ტოჩინოშინმა 9 გამარჯვებით დაასრულა, ხოლო 13 დაპირისპირება ტაკაიასუსთვის აღმოჩნდა წარმატებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები