უნდობლობა და გარდაუვალი ტრანსფერი - აბურჯანიასა და ოვიედოს გზები იყოფა
Aa
Aa

უნდობლობა და გარდაუვალი ტრანსფერი - აბურჯანიასა და ოვიედოს გზები იყოფა

ესპანური მედიის ცნობით გიორგი აბურჯანიას ''ოვიედოდან'' წასვლა გარდაუვალია. ესპანური კლუბი ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით შემოთავაზებებს ელის და მზადაა 26 წლის ფეხბურთელს დაემშვიდობოს. მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ინფორმაციას Eldesmarque ავრცელებს.

ბასკი მთავარი მწვრთნელის, ხოსე ზიგანდასა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის თანამშრომლობა წარმატებული არ გამოვიდა, გიორგი აბურჯანიას მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს და სათამაშო დროის სიმცირის დიდი პრობლემა აქვს.

აბურჯანიამ ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო მატჩი 25 ოქტომბერს ჩაატარა. მას შემდეგ არ უთამაშია, რაც ცხადია ძალიან დიდი პერიოდია. ზიგანდამ მხოლოდ ესპანეთის თასზე მისცა თამაშის შანსი, ''კორიასთან'' და ''მალაგასთან'' მატჩებში აბურჯანია სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა.

შეგახსენებთ, გასული სეზონი აბურჯანიამ ჰოლანდიურ ''ტვენტეში'' გაატარა, სეზონის მეორე ნახევარში საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებოდა, სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრდა, თუმცა პანდემიის გამო ჩემპიონატი შეჩერდა, შემდეგ კი ''ტვენტე'' ფინანსური პრობლემის წინაშე დადგა, რის გამოც აბურჯანია ლა ლიგა 2-ში დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები