მაკგრეგორი:
Aa
Aa

მაკგრეგორი: "ხაბიბს ჩემთან ჩხუბის ეშინია... როგორ შეეძლო ახლა წასულიყო..."

კონორ მაკგრეგორმა ხაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევა კიდევ ერთხელ სცადა და თავის სტილში მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ მას ჩემთან ჩხუბის ეშინია. მას ამის გამო არ ვადანაშაულებ. იმ ღამით, ხაბიბის საუკეთესო ვერსიას შევხვდი, ხოლო ის ჩემს ყველაზე ცუდ ვერსიას დაუპირისპირდა.

ის თავს არიდებს პოტენციური პრეტენდენტების გრძელ სიას. ვფიქრობ, ის ნამდვილი მებრძოლი არ არის. როგორც შეეძლო წასულიყო მაშინ, როცა წინ ამდენი დიდებული ბრძოლა არის. ფერგიუსონი, დიაზი, ილივეირა, რევანში ჩემთან... ასეთ დროს წასვლა სასაცილო და აბსურდულია“. - თქვა კონორმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ პორიესა და მაკგრეგორის ბრძოლა UFC 257-ის ფარგლებში გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 24 იანვარსაა ჩანიშნული. კონორი ბრძოლის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი:

„სერონე მაკგრეგორი VS ალვარეს მაკგრეგორი. ჩემი თავის ორივე ვერსიას გავანადგურებდი და მათ ერთადაც ვცემდი. არ ვხუმრობ.  ორივეს მიწასთან გავასწორებდი“.

„დასტინის მიმართ სიმპათიებით ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ ის კარგი მებრძოლია. უფრო მეტიც, ჩემი აზრით, პორიე შესანიშნავი მებრძოლია, მაგრამ შესანიშნავი მებრძოლები მაინც ჩემს დონეზე დაბლა არიან. დასტინს საწყისი 60 წამის განმავლობაში დავანოკაუტებ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები