Aa
Aa

"ორივე გუნდს ბევრი ტრავმირებული ჰყავს" - სულშერის მატჩისწინა პრესკონფერენცია

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გათამაშების ლიდერი "მანჩესტერ იუნაიტედი" მოქმედ ჩემპიონს "ლივერპულს" ესტუმრება. მატჩის წინ "წითელი ეშმაკების" თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა პრესკონფერენცია გამართა.

"ვფიქრობ ორივე გუნდს საკმაო რაოდენობის ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავს. ასეთია ფეხბურთი, ხშირად მსგავს პრობლემებს ვაწყდებით და ეს ამ სპორტის განუყოფელი ნაწილია.

შანსს ყველა მიიღებს. ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ, თუ ვინ ითამაშებს "ლივერპულთან" მატჩში. "ბარნლისთან" შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო. ასეთი რაღაცები სტაბილურად თამაშს ხელს უშლის.

ენტონი მარსიალმა ტრავმა ჯერჯერობით ვერ მოიშუშა. ვიმეორებ სეზონის მანძილზე შანსი ყველას ექნება. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრენდონ უილიამსი და ფილ ჯონსი არ იქნებიან. სხვა ფეხბურთელებზე ვერაფერს გეტყვით. არსებობს შანსი, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაბრუნდნენ და ითამაშონ." - განაცხადა სულშერმა

შეგახსენებთ, რომ "წითელ ეშმაკებს" ლაზარეთში ენტონი მარსიალი, ნემანია მატიჩი და ვიქტორ ლინდელოფი ჰყავთ, მაგრამ სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ სამივე მათგანმა შესაძლოა "ლივერპულთან" მატჩში მონაწილეობა მიიღონ. ხსენებული დაპირისპირება 17 იანვარს თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები