კონტრაქტი გაწყვეტილია - იოზილი ფენერბახჩეში მიდის
Aa
Aa

კონტრაქტი გაწყვეტილია - იოზილი ფენერბახჩეში მიდის

Goal-ისა და The Athletic-ის ცნობით, მესუთ იოზილმა „არსენალთან“ შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი ორივე მხარის თანხმობის შედეგად გაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, გერმანელი გამთამაშებელი თავისუფალი აგენტის სტატუსით „ფენერბახჩეს“ შეუერთდება.

ჯერ კიდევ დღეს დილით ბრიტანული გამოცემები წერდნენ, რომ იოზილი კონტრაქტის გაწყვეტაზე თანახმა არ იყო, რადგან მას საკმაოდ მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, რომლის მიღებაც სეზონის ბოლომდე სურდა. საუბარია კვირაში 350 ათას ფუნტზე. ამხელა თანხას კი „ფენერი“ მას ვერ სთავაზობდა.

როგორც ხედავთ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და წყაროს ცნობით, ამის მთავარი მიზეზი ფეხბურთელის უთამაშებლობაა. მიკელ არტეტა მას საერთოდ არ ათამაშებდა.

ამრიგად, იოზილმა უარი თქვა კონტრაქტით გათვალისწინებულ 7 მილიონი ფუნტის მიღებაზე და კარიერას „ფენერბახჩეში“ გააგრძელებს. ტრანსფერი მალე უნდა გაოფიციალურდეს.

32 წლის მესუთ იოზილი „არსენალში“ 2013 წლიდან ასპარეზობდა. მის ანგარიშზე 254 მატჩი, 44 გოლი და 77 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები