ნეიმარი:
Aa
Aa

ნეიმარი: "სოციალურ ქსელში ხალხის აზრი არ მაინტერესებს"

ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა სპორტულ გამოცემა Gaffer-თან ისაუბრა. 28 წლის შემტევი სოციალურ ქსელში მის მიმართ სალანძღავ კომენტარებს გამოეხმაურა.

"სოციალური ქსელი არის ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შენზე საკუთარი აზრი გამოთქვას და შეურაცხმყოფელი შინაარსის კომენტარი დაწეროს. ასეთი ხალხის კომენტარებს სერიოზულად არასდროს აღვიქვამ. არასდროს ვხარჯავ დროს ისეთ საკითხებზე, რაც არ მაინტერესებს.

სამწუხაროდ არიან ადამიანები ჩემ გარშემო, რომლებიც ასეთ კომენტარებს კითხულობენ და წყინთ. მაგალითად დედაჩემი, ჩემი და, მეგობრები და ა.შ

ხალხისთვის ადვილია ისაუბრონ ჩემს პირად ცხოვრება და სიყვარულზე მაშინ, როდესაც ამის შესახებ აბსოლუტურად არაფერი იციან. ნამდვილ ნეიმარს, მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები იცნობენ. მათი ჩემზე ნერვიულობა მაწუხებს. რაც მოედანზე ხდება ამას მხოლოდ ფეხბურთელები გაიგებენ." - განაცხადა ნეიმარმა

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს ყველაზე დიდი კრიტიკა და ლანძღვა მას შემდეგ მოჰყვა, რაც "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა და "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას ირიბად დაუპირისპირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები