კლოპი:
Aa
Aa

კლოპი: "მანჩესტერის პირველ ადგილზე ყოფნა არაფერს ცვლის"

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გათამაშების ლიდერი "მანჩესტერ იუნაიტედი" მოქმედ ჩემპიონს "ლივერპულს" ესტუმრება. მატჩის წინ "მერსისაიდელთა" თავკაცმა იურგენ კლოპმა პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

""მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო და ახლაც ასე არის. მათ მართლაც კარგი მწვრთნელი ჰყავთ და ეს გუნდის შედეგზეც აისახება. ისინი პირველ ადგილზე არიან და ვერანაირად ვერ ჩაითვლებიან აუტსაიდერებად.

ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ერთ მიზეზსაც ვერ ვხედავთ, რის გამოც ფავორიტები არ ვართ. მოწინააღმდეგის პირველ ადგილზე ყოფნა არაფერს ცვლის.

ვფიქრობ გახსნილი თამაში იქნება. იმ დროს, როცა "წითელ ეშმაკებს" მოურინიო წვრთნიდა, "იუნაიტედთან" შეხვედრებში ხშირად ვდომინირებდით. ვნახოთ ახლა სულშერთან ერთად რა სიტუაცია იქნება.

მანჩესტერელები ჩვენთან თამაშისას ხშირად ცვლიან ტაქტიკას. პსჟ-ს და "ლაიპციგის" წინააღმდეგ 4 მცველით ითამაშეს, ჩვენთან შესაძლოა 5 დამცველი გამოიყვანონ.

"ლივერპულის" და "იუნაიტედის" შეხვედრას მთელ მსოფლიოში უყურებენ. ეს მასიური თამაშია და დიდი დატვირთვა აქვს. ჩვენ "საუთჰემპტონთან" წავაგეთ, მაგრამ ამის შემდეგ ფეხბურთელებს არაერთხელ ვესაუბრე და მათ კარგად იციან რა შეცდომებიც დაუშვეს.

სულშერმა თქვა, რომ ახლა საუკეთესო დროა "ლივერპულთან" სათამაშოდ. მე მას ვეთანხმები და მოუთმენლად ველოდები მატჩის დაწყებას." - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ 17 ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუანიტედი" პრემიერ ლიგას 36 ქულით ლიდერობს, ხოლო "ლივერპული" 33 ქულით მე-2 ადგილზეა. ხსენებული დაპირისპირება 17 იანვარს თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები