ალექს ფერგიუსონი:
Aa
Aa

ალექს ფერგიუსონი: "მადლობა ღმერთს ასეთ ლივერპულს პენსიაზე გასვლის შემდეგ ვუყურებ"

კვირას, თბილისის დროით 20:30 საათზე პრემიერლიგის მე-18 ტურის ცენტრალური დაპირისპირება შედგება - „ენფილდზე“ „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელმაც კლოპის გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირებას ყოველთვის სეზონის მატჩად მივიჩნევდი. იმ ყველა ტიტულის გათვალისწინებით, რომლებიც მათ ჯამში მოიგეს, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს ბრიტანეთის ორ საუკეთესო გუნდთან.

აშკარაა, რომ თუ რაიმეს მოგება გინდა, ლივერპულის დამარცხება აუცილებელია. ეს იმას ჰგავს, როცა აბერდინში ვიყავი და რაიმეს მოსაგებად სელტიკისა და რეინჯერსის დამარცხება აუცილებელი იყო. ამას დავუმატოთ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რომელსაც ასეთი მატჩის მოგება გიმაღლებს.

70-80-იან წლებში ლივერპულის შედეგები უბრალოდ ფანტსასტიკური იყო. ამის გასამეორებლად ურთულესი გზის გავლა მომიხდა. საბოლოოდ, ეს ჩვენთვის დიდებულად დასრულდა.

ახლა უკვე პენსიაზე ვარ გასული და მადლობა ღმერთს ამჟამინდელი ლივერპულის ყურება სწორედ პენსიაზე გასვლის შემდეგ მომიხდა. ბოლო ორი წელია ისინი უბრალოდ ფენომენალურად გამოიყურებიან. ამ გუნდს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი და ახლაც ასეა“.

17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 36 ქულით „იუნაიტედი“ ლიდერობს, „ლივერპულს“ 33 ქულა აქვს და მეორე პოზიციზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები