სამუდამოდ - UFC-ის მებრძოლმა დიეგო მარადონას ხსოვნას პატივი მიაგო
Aa
Aa

სამუდამოდ - UFC-ის მებრძოლმა დიეგო მარადონას ხსოვნას პატივი მიაგო

UFC-ის არგენტინელმა მებრძოლმა, სანტიაგო პონსინიბიომ დიეგო მარადონას ხსოვნას პატივი მიაგო. კვირას დილით UFC on ABC1-ია ჩანიშნული და დღეს, გულშემატკივრებმა აწონვის ცერემონია იხილეს, რომლის შემდეგაც მებრძოლები ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგნენ.

პონსინიბიოს მომდევნო მეტოქე ლი ინლიანია და მასთან გამართული მზერით დუელის შემდეგ სამხრეთ ამერიკელმა ლეგენდარული ფეხბურთელი გაიხსენა. სანტიაგოს თან პლაკატი ჰქონდა, რომელზეც დიეგო მარადონა და სიტყვა „სამუდამოდ“ გახლდათ გამოსახული. აღსანიშნავია, რომ პონსინიბიოს პლაკატის გაშლაში მოწინააღმდეგე დაეხმარა და მისი სულისკვეთებაც გაიზიარა.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები