კვეკვესკირი ექსტრაკლასაში? -  ქართველი პოლონურ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

კვეკვესკირი ექსტრაკლასაში? - ქართველი პოლონურ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს

ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ''ტობოლთან'' ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებენ. Kstnews-ის ცნობით საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი შესაძლოა თურქულ ''ბურსაში'' გადავიდეს. თურქეთის რანგით მეორე ლიგის კლუბს 34 წლის საყრდენის დამატების სურვილი აქვს.

CrystalSport-ის ცნობით კვეკვესკირის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს, მათ შორის ერთი პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელია, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკება შეთანხმებასთან ახლოს არაა. პოლონური კლუბის გარდა კვეკვესკირს კიდევ რამდენიმე გუნდი იწვევს, მას კარიერის ევროპაში გაგრძელების რეალური შანსი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ 28 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და ზურგს რამდენიმეწლიანი სანაკრებო გამოცდილება უმაგრებს, პოლონეთის დონის ჩემპიონატში მოხვედრა რეალურია.

კვეკვესკირს ბაქოს ''ინტერში'', ''გაბალასა'' და ''ტობოლში'' უთამაშია.

მიმდინარე თვეში ნიკა კვეკვესკირმა CrystalSport-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარიერის ევროპაში გაგრძელების დიდი სურვილი აქვს და პრიორიტეტული ფინანსური მხარე არაა.

''ბოლო წლებში ევროპიდან ისეთი ვარიანტი არ მქონია, სადაც გადასვლა ღირდა. თუ სპორტული თვალსაზრისით და არა ფინანსური კუთხით, საინტერესო შემოთავაზება იქნება, დასავლეთ ევროპულ ჩემპიონატში ძალებს სიამოვნებით მოვსინჯავ.''

2015 წლიდან მოყოლებული ნიკა კვეკვესკირმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები