ჭიდაობა ბრუნდება - ნიცაში ქართველი მოჭიდავეები იასპარეზებენ
Aa
Aa

ჭიდაობა ბრუნდება - ნიცაში ქართველი მოჭიდავეები იასპარეზებენ

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ანრი დეგლანის სახელობის 47-ე საეთაშორისო გრან-პრის გათამაშება გაიმართება, პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას 23 ქვეყნის 300-ზე მეტი ათლეტი მიიღებს.

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრები 16 იანვარს შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), დავით ტლაშაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), დათო მარსაგიშვილი (86 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ). 

17 იანვარს, შეჯიბრების ბოლო დღეს კი საასპარეზოდ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ, საქართველოს სახელით კი: ნუგზარი წურწუმია (55 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), გურამ ხეცურიანი (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ), სულხან ბუიძე (130 კგ) იჭიდავებენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის სდროით 13:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები