პირველი არაევროპელი - ონანა აიაქსის ისტორიაში შევიდა
Aa
Aa

პირველი არაევროპელი - ონანა აიაქსის ისტორიაში შევიდა

კამერუნელი მეკარე ანდრე ონანა ამსტერდამის „აიაქსის“ ისტორიაში შევიდა. 24 წლის აფრიკელისთვის „ტვენტესთან“ გუშინ გამართული შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა.

ონანა „აიაქსის“ ისტორიაში პირველი არაევროპელი ფეხბურთელია, რომელმაც კლუბის მაისური 200 შეხვედრაში მოირგო. იგი ამსტერდამელთა ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

ონანას შემდეგ, არაევროპელთაგან „აიაქსის“ მაისური ყველაზე მეტჯერ ეცვა ჰაკიმ ზიეჩს, რომელმაც 165 შეხვედრა ჩაატარა, 159 თამაში კი ლუის სუარესს აქვს გამართული.

„ტვენტესთან“ გუშინ 3:1 მოგებული მატჩისას კიდევ ერთი გამორჩეული ფაქტი დაფიქსირდა. კლას იან ჰუნტელაარი ნიდერლანდების ჩემპიონატში პირველი ფეხბურთელია, რომელიც მინდორზე 89-ე წუთზე შევიდა და დუბლის შესრულება მოასწრო.

ჰუნტელაარმა 1:1-ზე ორი ბურთი გაიტანა და თავის გუნდს ლიდერობა განუმტკიცა. ერიკ ტენ ჰაგის გუნდს მეორეადგილოსანთან უკვე 3-ქულიანი უპირატესობა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები