გრიგალაშვილის ერთწლიანი კონტრაქტი - ქართველი შემტევი ყოფილ კლუბს დაუბრუნდა
Aa
Aa

გრიგალაშვილის ერთწლიანი კონტრაქტი - ქართველი შემტევი ყოფილ კლუბს დაუბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი ელგუჯა გრიგალაშვილი უზბეკეთის ბრინჯაოს პრიზიორ აგმკ-ს დაემშვიდობა. CrystalSport-ის ცნობით 31 წლის ნახევარმცველი კარიერას კვლავ უზბეკეთში გააგრძელებს, ის ყოფილ კლუბს, ''ქიზილქუმს'' დაუბრუნდა. მხარეებმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ელგუჯა გრიგალაშვილი ''ქიზილქუმში'' 2018-19 წლებში ასპარეზობდა და გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ანალოგიურად წამყვანი ფიგურა იყო აგმკ-ს რიგებში ასპარეზობისას.

გასულ სეზონში გრიგალაშვილისა და ვაწაძის დახმარებით აგმკ უზბეკეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა და თასის ფინალში შოთა არველაძის ''ფახთაქორთან'' დამარცხდა.

ელგუჯა გრიგალაშვილს საქართველოსა და უზბეკეთის ჩემპიონატების გარდა კვიპროსზე უთამაშია.

2013 წელს თემურ ქეცბაიას მწვრთნელობისას გრიგალაშვილმა ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაატარა, მათ შორის მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონთან, ესპანეთთან ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები