მარიო მანჯუკიჩი - მილანის ახალი სამიზნე
Aa
Aa

მარიო მანჯუკიჩი - მილანის ახალი სამიზნე

იტალიური მედიის ინფორმაციით "მილანი" ტურინის "იუვენტუსის" ყოფილ თავდამსხმელის მარიო მანჯუკიჩის შეძენას გეგმავს. საქმეში პაოლო მალდინი და ფრედერიკ მასარა ჩაერთნენ.

ვიგებთ, რომ "როსონერის" მესვეურებმა ხორვატ თავდამსხმელთან მოლაპარაკება დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია თავად მარიოს პოზიცია. ცნობილია, რომ "მილანი" გამოკვეთილი თავდამსხმელით თამაშობს და ამ სისტემას ზლატან იბრაჰიმოვიჩი იდეალურად ერგება.

მანჯუკიჩიც დაახლოებით იმავე სტილის თავდამსხმელია, როგორიც ზლატანი და წესით "მილანის" ტაქტიკას ადვილად უნდა მოერგოს. სწორედ ამაზე დაყრდნობით შეაჩერეს არჩევანი ვეტერან თავდამსხმელზე.

ცნობისთვის, მარიო ახლა ყატარის ჩემპიონატში "ალ დუჰაილის" ღირსებას იცავს. მანჯუკიჩის ბოლო ევრპული კლუბი კი "იუვენტუსი" იყო, სადაც ოთხნახევარი წელი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში 34 წლის ხორვატმა 162 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 44 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები