იჯარის წესით - კევინ სტრუტმანი ჯენოას შეუერთდა
Aa
Aa

იჯარის წესით - კევინ სტრუტმანი ჯენოას შეუერთდა

ერთ დროს ამომავალი ვარსკვლავი კევინ სტრუტმანი "მარსელიდან" "ჯენოაში" იჯარის წესით გადაბარგდა. ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა. ნიდერლანდელმა გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა.

30 წლის ფეხბურთელმა პირველი საფეხბურთო ნაბიჯები როტერდამის "სპარტაში" გადადგა. შემდეგ იყო პსვ ეინდჰოვენი. "ერედივიზიონში" მისი კარგი ასპარეზობა იტალიელმა სკაუტებმა შეამჩნიეს და სათამაშოდ რომში მიიწვიეს. სწორედ აქ იწყება მისი როგორც აღმასვლა, ასევე დაღმასვლაც.

"ჯალაროსიში" გადასვლის შემდეგ სტრუტმანის გარშემო საქებარი სიტყვები არ წყდებოდა. მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იმედისმომცემი ნახევარმცველი გაუთავებელმა ტრავმებმა დატანჯეს. 2014 წლის მარტში კევინმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც 255 დღე იუქმა.

2015 წლის 29 იანვარს მას მუხლის ოპერაცია დასჭირდა. ამის გამო კი 263 დღე გამოტოვა. ოპერაციის შემდეგ თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ სულ მალე სტრუტმანს განმეორებითი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და 153 დღე იუქმა.

ამ ყველაფერმა კი ნიდერლანდელის კარიერას დაღი დაასვა. ნელ-ნელა კევინის ვარსკვლავი ჩაქვრა და რომი დატოვა. მისი მომდევნო კლუბი "მარსელი" იყო და დღეს, როგორც უკვე მოგახსენეთ ის იტალიაში დაბრუნდა და "ჯენოას" შეუერთდა.

კარიერაში კევინ სტრუტმანმა 399 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. ვინ იცის, რომ არა მისი გაუთავებელი ტრავმები, დღეს მსოფლიოს კიდევ ერთი კაშკაშა ვარსკვლავი ჰყოლოდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები