ანრის შედეგი გააუმჯობესა - დე ბრუინის მორიგი მიღწევა
Aa
Aa

ანრის შედეგი გააუმჯობესა - დე ბრუინის მორიგი მიღწევა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ბრაიტონს" უმასპუნძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ახალგაზრდა ფილ ფოდენმა გაიტანა, რომელსაც პასი კევინ დე ბრუინმა გაუკეთა.

ბელგიელი ნახევარმცველისთვის კი ეს საგოლე გადაცემა ისტორიული აღმოჩნდა. კევინმა ტიერის ანრის შედეგი გააუმჯობესა. ლეგენდარულ ფრანგს პრემიერ ლიგაში 74 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. "ქალაქელების" ნახევარმცველი 75 პასით ახლა მეთერთმეტეა. მასზე წინ ტედი შერინგემია, რომელსაც 76 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

ბუნებრივია, რომ დე ბრუინი ამ შედეგსაც სულ მალე გააუმჯობესებს. საუკეთესო ასისტების მქონე ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. რაიან გიგზი 162
  2. ცესკ ფაბრეგასი 111
  3. უეინ რუნი 103
  4. ფრენკ ლამპარდი 102
  5. დენის ბერგკამპი 94
  6. დავიდ სილვა 93
  7. სტივენ ჯერარდი 92
  8. ჯეიმს მილნერი 85
  9. დევიდ ბექჰემი 80
  10. ტედი შერინგემი 76

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები