მუსა დემბელე:
Aa
Aa

მუსა დემბელე: "ჩემი საქმე გოლების გატანაა, იდეალი კი ფერნანდო ტორესია"

მადრიდის "ატლეტიკოს" ახალწვეულს მუსა დემბელეს პირველი ინტერვიუ ჰქონდა. ფრანგმა შემტევმა AS-თან ისაუბრა და რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩემთვის აქ ყოფნა დიდი გამოწვევაა. "ატლეტიკო" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. კარიერაში წინ დიდი ნაბიჯი გადავდგი. ბედნიერი და ამაყი ვარ. მოუთმენლად ველოდები ვარჯიშის დაწყებას და პირველ მატჩს.

როდესაც ახალ ქალაქში გადადიხარ და სასაუბრო ენა არ იცი რთულია. ესპანურის სწავლას მაქსიმალურად სწრაფად ვეცდები. იმედი მაქვს თანაგუნდელებს მალე გავიცნობ.

"ატლეტიკო" დიდი გუნდია, რომელსაც ბრწყინვალე სტადიონი აქვს. იმედია გულშემატკივრები მალე დაბრუნდებიან და იმ ატმოსფეროს შევიგრძნობ, რომელიც "ვანდა მეტროპოლიტანოზეა." ტომას ლემარს კარგად ვიცნობ, ის ადაპტაციაში აუცილებლად დამეხმარება.

დიეგო სიმეონე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვფიქრობ ჩვენ ერთად საოცარ ისტორიას დავწერთ. მიხარია, რომ მასთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა.

ზოგადად მე თავდამსხმელი ვარ და გოლების გატანა მიყვარს. ეს სწორედ ჩემი საქმეა. საჯარიმოში მუდამ სივრცეს ვეძებ, რათა თანაგუნდელის გადაცემა მივიღო და გოლი გავიტანო. ბავშვობიდან, ჩემი იდეალი და მისაბაძი ფეხბურთელი ფერნანდო ტორესია." - განაცხადა დემბელემ

შეგახსენებთ, რომ მუსა დემბელე მადრიდის "ატლეტიკოს" "ლიონიდან" 33.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 24 წლის ფეხბურთელმა ფრანგული კლუბის შემადგნელობაში 108 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები