რეზი არველაძე :
Aa
Aa

რეზი არველაძე : "შოთის ბევრი არჩევანი აქვს,ამიტომ არ ჩქარობს"

შოთა არველაძე სტამბოლში იმყოფება და ახალი კონტრაქტის შეთავაზებებს განიხილავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაცემაში „ტაიმაუტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რეზი არველაძემ საკუთარ ძმაზე შოთიზე ისაუბრა.

ბუნებრივია, ასეთი კარგი წლების შემდეგ, ახლა შოთის ბევრი არჩევანი აქვს – ემირატებიდან, ორი აზიური ნაკრებიდან, ნიდერლანდებისა და თურქეთის გუნდიდან, ამიტომ არ ჩქარობს.ახლა ისვენებს, რთული წლის შემდეგ ესეც მნიშვნელოვანია. მეტი თავისუფალი დრო აქვს, სტამბოლში ვატოს თამაშებზე დადის. ამ გუნდთან ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაკავშირებს. შოთა აუცილებლად ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს“-განაცხადა რეზიმ   

შოთა არველაძე უზბეკურ კლუბს 2017 წლის ივნისიდან წვრთნიდა. 2019 წლის სეზონში ''ფახთაქორმა'' უზბეკეთის ჩემპიონატი, უზბეკეთის თასი და ლიგის თასი მოიგო, გასულ წელს კი ჩემპიონატისა და თასის მოგებით დუბლი შეასრულა, ლიგის თასი არ ჩატარებულა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ''ფახთაქორი'' 10-წლიანი პაუზის შემდეგ აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, უზბეკურ კლუბში შოთა არველაძეს არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავა ეხმარებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები