ოფიციალურად - ლუკა იოვიჩი აინტრახტში დაბრუნდა
Aa
Aa

ოფიციალურად - ლუკა იოვიჩი აინტრახტში დაბრუნდა

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი სერბი ლუკა იოვიჩი ყოფილ კლუბს ფრანკფურტის "აინტრახტს" იჯარის წესით დაუბრუნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანიაში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

როგორც მოგეხსენებათ, იოვიჩს „რეალში“ სათამაშო დრო არ ეძლეოდა და ესპანურ პრესაში მისი წასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა. სერბმა ფეხბურთელმა მადრიდელთა იმედები ვერ გაამართლა და მიმდინარე სეზონში „ბლანკოსის“ მაისურით მხოლოდ 208 წუთი ითამაშა.

გამოცემა GOAL იმასაც ამბობდა, რომ  იოვიჩი „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვების წინააღმდეგი არ იყო და მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. სერბს სჯერა, რომ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება და „ბლანკოსის“ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ლუკა იოვიჩი მადრიდის "რეალს" 2019 წლის ზაფხულში "აინტრახტიდან" 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები