დასაფიქრებელი განაცხადება -
Aa
Aa

დასაფიქრებელი განაცხადება - "საწყალოსნო ფედერაციაში სხვა სპორტებიც ვართ და ვითხოვთ მოხედვას"

მოცურავეებმა სოციაულურ ქსელში განცხადება გაავრცელეს სადაც საწყლოსნო ფედერაციას აკრიტიკებენ.

სპორტსმენების მთავარი მოთხოვნაა აუზების გახსნა და ვარჯიშის განახლებაა. მათი თქმით ისინი ხედავენ თუ როგორ ვარჯიშობენ წყალბურთელები.

Crustalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : 

"მოგესალმებით, რა თქმა უნდა გვესმის არსებული ეპიდსიტუაცია და მისი სირთულეები,თუმცა საბედნიეროდ არსებობს საქართველოში აუზები სადაც შეიძლება რო არსებული რეგულაციები დავიცვათ და ვირუსის გავრცელების რისკი საკმაოდ შემცირებული იყოს. ცურვა საქართველოში არ არსებობს და არც იარსებებს თუ ფედერაცია უძლურობით ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას. სამწუხარო არის ჩვენამდე მყოფი სპორტსმენების მდგომარეობა, რომლებმაც არაფრიდან საკმაო ხარისხიან და მაღალ დონეს მიაღწიეს და ჩამოყალიბდნენ იმ დონის ათლეტებად რომ დღეს თუ რამე ტურნირი იმართება ევროპა იქნება თუ მსოფლიო თუ ოლიმპიადა, წარმომადგენლებად ყოველთვის გვყვანან და შედეგებს დებენ. დროის მანძილზე სპორტი განვითარდა, რა თქმა უნდა ეს უკვე გამოვლინდა ჩვენ თაობაში და ჩვენს მერე თაობებში განსაკუთრებით. უბრალოდ მივუბრუნდები უფროსი ნაკრების წევრებს. მიუხედავად ამდენი წლის მანძილზე, დაუღალავად და არაკომპეტენტური ხელფასით შრომისა(რომელიც სპორცმენს სჭირდება რომ იგრძნოს თავი დაფასებულად, და შეინარჩუნოს მოტივაცია, ამის არ არსებობის) სწავლისა და დამატებით მუშაობის(სამსახურის) ფონზე მიაღწიეს წარმატებას და გავიდნენ საერთაშორისო მაღალი ლიგის ტურნირებზე.ასეთებს ერთეულებს ჩამოვთლით არადა დღეს იმდენი პერსპექტივი და ტალანტია რო ოდნავი ხელშეწყობა და ინტერესი რომ ყოფილიყო ერთეულების ნაცვლად ათეულებს და უფრო მეტს ჩამოვთვლიდით მარა დროის მანძილზე ყველაფერი ამდენი შრომა სულ წყალში ჩაიყარა და ჯერ კიდევ იყრება. დაუფინანსებლობა და დაუფასებლობა არის ცურვის მთავარი პრობლემა. ეს არარი "საჭყუმპალაო და გასაბანავებელი ადგილი" როგორც ბევრი ფიქრობს, და არ იცით რამდენად რთულია ისეთ ადამიანს აუხსნა რომ იმიტომ ჰგონია ასე და არაფერი სმენია ცურვის როგორც სპორტის შესახებ რომ პიარი არ ხდება იმ წარმატებებისა რასაც ჩვენი სპორტსმენები აღწევენ. რთულია ისეთ საზოგადოებაში მოითხოვო დაფასება რომლის 99 პროცენტმა არ იცის ვინ ხარ. ეს ესე იქნება და ვერ ვუშველით სანამ თვით საკუთარი ფედერაციაც არ გამოვა 99% პროცენტიდან. ცურვას არავინ უდგება გვერდში. ამ სპორტში წარმატების დანახვა არ სურთ. ჩვენ ვაფასებთ წყალბურთელებს და მათ მიღწევებს,(არავის ვემტერებით,). რამდენ წლიანი ჭიდაობა მიდის ამ საკითხზე და ამ დროს პრობლემა მარტივია, უბრალოდ ხალხმა არ იცის. პრობლემის სათავეშია პირი რომელმაც ეტყობა რომ არიცის როგორია წყალში ჩაყრილი სპორცმენის შრომა და ამ კატასტროფული პირობების ფონზე დანახვა ამ სპორტსმენის წვალების და ფინანსურად გაწეწვის ფონზე მაინც საქართველოს სახელით ასპარეზობა.დრო გადის და არაფერი იცვლება.ვარჯიში კვლავ არ შეგვიძლია.ამ დროს ჩვენი კონკურენტები არა მარტო ვარჯიშობენ არამედ შეჯიბრებებში იღებენ მონაწილეობას.რთულია მოტივაციის შენარჩუნება.მოდის საშინელი ამინდები და უფრო რთულდება გარეთ ვარჯიში. გვაინტერესებს რატომ არ გვაძლევს ფედერაცია ვარჯიშის საშუალებას .აშკარად ვარჯიშობენ წყალბურთელები რაც ძალიან კარგია რადგან აქვთ ტურნირები და დიდი პასუხისმგებლობაა... ეს უბრალოდ უსამართლობაა ჩვენ მიმართ. ჩვენც გვაქვს პასუხისგებლობები და ფედერაციას პირდაპირ ვთხოვთ ისევ თავაზიანად, რომ მოგვცეს ვარჯიშის საშუალება... ჩვენ აუზი გვჭირდება. საწყალოსნო ფედერაციაში სხვა სპორტებიც ვართ და ვითხოვთ ყურადღებას და მოხედვას."

მოგესალმებით, რა თქმა უნდა გვესმის არსებული ეპიდსიტუაცია და მისი სირთულეები,თუმცა საბედნიეროდ არსებობს საქართველოში...

Posted by Georgia swimming/საქართველოს ცურვა on Thursday, January 14, 2021

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები